რევოლუციის რესურსი არ აქვთ, მაქსიმუმ გადავატრიალოთ, ან გადმოვატრიალოთ ლოგინშიო, თვითონაც თქვეს, - ასე ეხმაურება უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ თუ საჭირო გახდება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად დაიხსნიან.
„შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი, კაცი კაცსა შემოვსტყორცნე... ამ „ობრაზშია“ ჩემი ხაბე შესული და ეგ არის და ეგ. თვითონაც იცის და მთელმა მისმა მიმდევრებმა, რომ ამის რესურსი არ აქვთ, რევოლუციის. თვითონაც თქვეს, რომ მაქსიმუმ გადავატრიალოთ და გადმოვატრიალოთო ლოგინში. ტარიელი ერთი ჰყავთ, დანარჩენი ავთანდილები არიან. თავიდან ბოლომდე ეს პარტია, რაც არ უნდა მოგვწონს, ან არ მოგვწონს, არის გაკოტრებული“, - აღნიშნა ზარქუამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.