ამერიკული მედია: სენატორი ალექს პადილია, რომელიც შეეცადა, პრესკონფერენციაზე შიდა უსაფრთხოების მდივნისთვის შეკითხვა დაესვა, ფედერალურმა აგენტებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ძირს დააგდეს და ხელბორკილები დაადეს

სენატორი ალექს პადილია ძალის გამოყენებით გააძევეს ლოს-ანჯელესში გამართული პრესკონფერენციიდან, როდესაც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მდივანი, კრისტი ნოემი ესაუბრებოდა ჟურნალისტებს.

ნოემი და ფედერალური სამართალდამცველი ორგანოების სხვა წარმომადგენლები საზოგადოებას აწვდიდნენ ინფორმაციას ლოს-ანჯელესში ჩატარებული ოპერაციების შესახებ, როდესაც პადილიამ მათ შეკითხვებით მიმართა.

პადილიას ოფისის განცხადებით, ის ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა, რათა შეესრულებინა ზედამხედველობითი ფუნქცია საიმიგრაციო ოპერაციებზე.

„ის შეეცადა, მდივნისთვის შეკითხვა დაესვა, რა დროსაც ფედერალურმა აგენტებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ძირს დააგდეს და ხელბორკილები დაადეს. ის ამჟამად დაკავებული არ არის და ჩვენ ვმუშაობთ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა სოციალურ მედიაში განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ პადილიამ „აირჩია უპატივცემულო პოლიტიკური თეატრი და შეაფერხა პირდაპირი პრესკონფერენცია“.