მსჯავრდადებულ მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან. გადაკეტილია გზა ვარაზისხევიდან მელიქიშვილის გამზირის, ჭავჭავაძის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით.
თავდაპირველად დემონსტრანტები მელიქიშვილის გამზირზე შეიკრიბნენ, მათ ფილარმონიასთან საქალაქო სასამართლოდან გადაინაცვლეს. დემონსტრანტებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე ორი კარავიც განათავსეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელებზე თავდასხმისთვის ბრალდებულ მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეუფარდა. პროცესის პარალელურად სასამართლოში დაპირისპირება იყო.