კორუფციის სკანდალზე, ევროპარლამენტმა ბელგიის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, ორი ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნის საგანგებო პროცედურა დაიწყო

კორუფციის სკანდალზე, ევროპარლამენტმა ბელგიის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, ორი ევროპარლამენტარისთვის იმუნიტეტის მოხსნის საგანგებო პროცედურა დაიწყო

მე დავიწყე საგანგებო პროცედურა ევროპარლამენტის ორი წევრისთვის იმუნიტეტის მოსახსნელად. არ იქნება დაუსჯელობა, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

კორუფციის სკანდალზე, ევროპარლამენტმა ბელგიის სასამართლოს მოთხოვნის საფუძველზე, ანდრეა კოცოლინოსა და მარკ ტარაბელასთვის იმუნიტეტის მოხსნის საგანგებო პროცედურა დაიწყო. მანამდე მანდატი შეუჩერდა ვიცე-პრეზიდენტს, ევა კაილის, რომელიც კორუფციულ სკანდალში ფიგურირებს. მას ბრალი კატარის სასარგებლოდ უკანონო ლობისტურ საქმიანობაში ედება.