მზია შარაშენიძე: ვთხოვთ ზოოპარკის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს, ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, რადგან ეს დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის

მზია შარაშენიძე: ვთხოვთ ზოოპარკის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს, ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, რადგან ეს დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის

ახალი წლის დღეებში, პიროტექნიკას ადამიანები აქტიურად იყენებენ, შესაბამისად, იზრდება, ასაფეთქებელი საშუალებებით, ჯანმრთელობის და სხეულის დაზიანების ფაქტები. პიროტექნიკის გამოყენება ასევე საფრთხისშემცველია ცხოველებისა და ფრინველებისთვის.

„პიროტექნიკის გამოყენება ​განსაკუთრებით საზიანოა ცხოველებისთვის. ისინი ერთნაირად სტრესულად აღიქვამენ ამ ხმაურს, მოულოდნელ აფეთქებებს, რამაც შეიძლება მაშინვე ან მოგვიანებით სხვადასხვა დაავადებაში იჩინოს თავი. აფეთქებების დროს ცხოველები იწყებენ ვოლიერში სირბილის. ამ დროს შეიძლება დაეჯახონ ბარიერს და დაიზიანონ სხეული, ან ერთმანეთი გადათელონ. წლების განმავლობაში ძალიან ცუდი გამოცდილება გვქონდა: შარშან დაიღუპა პატარა ანტილოპა გნუ, შარშან წინ - ორი ანტილოპა. ამიტომ გვინდა ვთხოვოთ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ზოოპარკის მახლობლად მცხოვრებ ადამიანებს, რომ ნუ გამოიყენებენ პიროტექნიკას, რადგან ეს დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის“, - ამბობს თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშენიძე.

ლაზი არა მარტო ზოოპარკთან, არამედ საერთოდ უნდა აიკრძალოს. რვეულს რომ აბარებენ ბავშვს სკოლაში, იმას "ვერ" ყიდულობენ და ასი ლარის ბომბაჩკის საყიდელი ფული პრობლემა არ არის ზოგიერთებიათვის. სომხებმა აკრძალესო, ტელევიზორში ქირდაობენ. ჩვენ მდიდრები ვყოფილვართ, საცოდავი ბებიების მიერ ბერძნების მოვლაში ნაშოვნ ფულს, მათი რძლები შვილების გასახარებელ, ზოგჯერ კი სამწუხაროდ თითების მოსაგლეჯი, პიროტექნიკისათვის არ იშურებენ. წელიწადში ერთი თვე ჩინელების დასაქმებისათვის მუშაობენ. ამაზე მეტ დებილობას ადამიანი მოიფიქრებს?
2 წლის უკან