კახა კალაძე აცხადებს, რომ პიროტექნიკასთან დაკავშირებით, მომავალ წელს გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ

კახა კალაძე აცხადებს, რომ პიროტექნიკასთან დაკავშირებით, მომავალ წელს გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, პიროტექნიკასთან დაკავშირებით, მომავალ წელს გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

მისი თქმით, საკითხი უნდა დარეგულირდეს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება, განსაკუთრებით პატარებში.

„ზოგადად, ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი დაიწერა ამაზე და მეც ვეთანხმები, რომ სამომავლოდ აუცილებლად უნდა აიკრძალოს, ვინაიდან ძალიან ბევრი დაზიანება ხდება, განსაკუთრებით პატარებში. მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ყველაფერი უნდა იყოს დარეგულირებული და მომავალი წლიდან აუცილებლად მივიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.