ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე კვლავ უარს აცხადებს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი ლობისტები კი გვარწმუნებენ, რომ ის მოწამლულია.
„ნაცმოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის თქმით, ექსპერტიზის ბიურო დამოუკიდებელი არაა, ამიტომ სწორია, რომ მიხეილ სააკაშვილი მათ მიერ ჩატარებულ ექსპერტიზას არ ენდობა.
„სამწუხაროდ, ექსპერტიზის ბიურო არ არის დამოუკიდებელი. სხვადასხვა საკითხზე და სხვადასხვა ვითარებაში მათ გამოავლინეს საკუთარი პოზიცია, აქედან გამომდინარე, სწორია, რომ უნდობლობა არსებობს, არამარტო ჩვენი მხრიდან“, - აცხადებს ბაჩო დოლიძე.