არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, საქართველო ყველაფერს აკეთებს ღირსეულად, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტსა და უკრაინელ ხალხს

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, საქართველო ყველაფერს აკეთებს ღირსეულად, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტსა და უკრაინელ ხალხს

ვფიქრობ, საქართველო ყველაფერს აკეთებს ღირსეულად, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მის სუვერენიტეტსა და უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„მე ვიცი, რომ უკრაინული საზოგადოების, ძალიან ბევრი პოლიტიკოსის, მათ შორის დეპუტატების აზრიც არის იგივე, რომ საქართველო უკრაინის ნამდვილი მეგობარია. საქართველოს მხრიდან იყო ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერა, ძლიერი ჰუმანიტარული დახმარება ხალხისგან. ჩვენი დელეგაცია იყო მსოფლიოში მეორე დელაგაცია საპარლამენტო დელეგაციებს შორის, ვინც ჩავიდა კიევში, ბუჩასა და ირპენში. ასევე ჩვენ ვიყავით ყირმის პლატფორმაზე, სადაც შალვა პაპუაშვილმა თავისი პოზიცია ღიად დაფიქსირა. კითხვის ნიშნები არ არის, ვისაც აქვს კითხვის ნიშნები, ეს არის ნაცმოძრაობა და მათი მოკავშირეები გარეთ. მათი პირდაპირი მიზანია, რომ დაზიანდეს საქართველოსა და უკრაინის ურთიერობები“, -განაცხადა თალაკვაძემ.