გოგა ხაინდრავა სააკაშვილზე: მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეა და უამრავი ისეთი რამ აქვს ჩადენილი, რამაც ძალიან დიდი უბედურება მოიტანა ქართულ საზოგადოებაში, ადამიანურად, ამ გარეწრების გარემოცვაში ნამდვილად ცოდოა

მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეა და უამრავი ისეთი რამ აქვს ჩადენილი, რამაც ძალიან დიდი უბედურება მოიტანა ქართულ საზოგადოებაში, ადამიანურად, ამ გარეწრების გარემოცვაში ნამდვილად ცოდოა, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„მე ციხეში ნამყოფი ვარ და გეტყვით, რომ საპატიმროში მოხვედრილი ადამიანების 80% სტრესში იმყოფება, იმიტომ, რომ ეს ძალიან მძიმე განსაცდელია. მით უმეტეს, ასეთი ენერგიული კაცისთვის. ხომ ყველამ იცოდა? არცერთმა არ თქვა სიმართლე. ისინი ნამუსგარეცხილი ადამიანები არიან. მათ სააკაშვილი არც უყვართ, არც პატივს სცემენ, არც ეცოდებათ. გაბუნიამ მოსაკლავად გაიმეტა. გაწირული ჰყავთ სააკაშვილი ამ ნაძირლებს“, - აღნიშნა ხაინდრავამ.