ნორა კვიციანი ქართველი ქალის გაუტეხლობისა და ღირსების სიმბოლო იყო. სოხუმის დაცემიდან 2006 წლამდე, ნორა კვიციანი იყო იმის სულისჩამდგმელი, რომ კოდორის ხეობა მტერმა ვერ აიღო. ის მთელ ხეობას ერთ მუშტად კრავდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სოზარ სუბარმა ნორა კვიციანის დარძალვისას.
მისივე თქმით, ნორა კვიციანი, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, „შეთითხნილი, ცრუ ბრალდებების“ საფუძველზე დაიჭირეს.
„როდესაც ნორა კვიციანი, აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებებით, აბსოლუტურად შეთითხნილი ცრუ ბრალდებებით დაიჭირეს, მას ერთი სიტყვა, ერთი ჩივილი არ დასცდენია - დაუმსახურებელ სასჯელს პირუთვნელად იხდიდა და ყოველ დღეს ლოცვაში ატარებდა. არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, ძალიან დიდი დანაკლისია, როდესაც ასეთი ადამიანი ქვეყანას ტოვებს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.