მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილნი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგნლებიც.
ისინი მხარს უჭერენ ექსპრეზიდენტის პატიმრობიდან გათავისუფლებას. ამასთან, აქციაზე მცირე დაპირისპირებაც მოხდა. მას შემდეგ, რაც ექსპრეზიდენტის პროცესი გადაიდო და და შენობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა დატოვა, აქციის მონაწილეებსა და მას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეები მის ავტომობილს ტერიტორიის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ, რის გამოც პროცესში სამართალდამცველები ჩაერთვნენ.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს ჩაინიშნა.