პირველი, რასაც დავაყენებთ ბატონ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდის გადავადებისა ან განთავისუფლების შუამდგომლობა იქნება, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
„მეორე რასაც დავაყენებთ, ვითხოვთ ვიდეომასალის გამოთხოვას, რომელიც დაპატიმრებიდან დღემდე არის გადაღებული, როგორც დერეფნებში, ასევე საკანში, პალატაში ყოფნის. განცხადების დათვლას ვითხოვთ კიდევ. ჩვენს მიერ იუსტიციის სამინისტროდან უამრავი მასალა გამოვითხოვეთ“, - განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე საზოგადოება სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექსპერტიზების ჩვენებებს მოისმენს.