შალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილმა კუჭის ოპერაცია 2017 წელს ჩაიტარა, ადვოკატს დაუსვეს პროვოკაციული კითხვა, ვერ გაიგო რას ეკითხებოდნენ

შალვა ხაჭაპურიძე: მიხეილ სააკაშვილმა კუჭის ოპერაცია 2017 წელს ჩაიტარა, ადვოკატს დაუსვეს პროვოკაციული კითხვა, ვერ გაიგო რას ეკითხებოდნენ

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა კუჭის ოპერაცია 2017 წელს ჩაიტარა. მისივე თქმით, მეორე ადვოკატის - ილია ლომიას განცხადება, რომ სააკაშვილმა აღნიშნული ოპერაცია საქართველოში ჩამოსვლამდე გაიკეთა, ტექნიკური უზუტობაა.

„აგერ არის დოკუმენტი, რომ ჩატარებული აქვს მას ოპერაცია 2017 წლის 10 აგვისტოს. ილია ლომიას [მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი] დაუსვეს პროვოკაციული შეკითხვა, ვერ გაიგო რაზე ეკითხებოდნენ და გასცა ეს [პასუხი]. ტექნიკური უზუსტობა იყო“, - განაცხადა ადვოკატმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ილია ლომიამ, 12 დეკემბერს დაადასტურა, რომ სააკაშვილმა 2021 წელს კუჭის ოპერაცია გაიკეთა.