21 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილი 40 წლის გახდა და დაბადების დღეზე ისე დავთვერი, პატრულს ვეღარ ვცნობდი. სახლში მივედი თუ არა, დაძინება ძლივს მოვასწარი, რომ თეთრი „როლს-როისით“ ედუარდ შევარდნაძე მომადგა.
ვა, ბაბუ, რა მაგარ ფორმაში ხარ? - აღტაცება ვერ დავმალე.
- ხონდრორიცის დამსახურებაა, ბაბუ!
ჰოდა, მაგ ხონდრორიცის მომგონ-გამომშვების ყოფა ვატირე!
- ჰა-ჰა-ჰა! - გადაიხარხარა შევარდნაძემ!
ისე, ბატონო ედუარდ, ისევ 40 წლის კაცის ტვინი გაქვთ?
- არა, არა, ღმერთმა მაშოროს, სააკაშვილის ტვინი მქონდეს!
ჩაიში რამდენ კოვზ შაქარს იყრით, ბატონო ედუარდ?
- სააკაშვილს ჰკითხე და გეტყვის.
ამბობს, ის ჩაი უშაქრო იყოო...
- ისე დაუმშვენდა მაგას ცხვირ-პირი, არ მაცალა მორევა და... ჩაი მორევაზეო, ხომ გაგიგია?
თქვენს მემუარებზე რომ ამბობენ, თავიდან ბოლომდე ტყუილიაო, მართალია?
- არა, ეგ მართალია!
ბატონო ედუარდ, თქვენ განაცხადეთ, ვისაც მე მივცემ ხმას, პრეზიდენტი ის გახდებაო...
- კი, ასეა!
მაშინ, ირინა სარიშვილს მიეცით, რა ხმა.
- სარიშვილმა რომც დამიჩოქოს, ხმას მაინც არ მივცემ!
თქვენ რომ პრეზიდენტად იყრიდით კენჭს, მაშინაც იყვნენ ამომრჩეველთა სიებში მკვდარი სულები?
- იყვნენ რომელია, მაშინ იყვნენ თუ იყვნენ. საერთოდ, ამათ მე ვასწავლე მკვდარი სულების სიაში შეტანა, მაგრამ რით გადამიხადეს?
რით გადაგიხადეს?
- პირველი მე ამომიღეს სიიდან!
მართალია, რომ 2 ნოემბრის აქციაზე გვიან ღამით მიხვედით?
- კი, ვიყავი!
სიტყვით გამოხვედით?
- არა, „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი დავწვი!