არჩილ თალაკვაძე სააკაშვილზე: ეს ადამიანი და მისი გარემოცვა დაავადებებთან დაკავშირებით ასეთ ხერხს მიმართავენ და წარმოიდგინეთ რას აკეთებდნენ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში

არჩილ თალაკვაძე სააკაშვილზე: ეს ადამიანი და მისი გარემოცვა დაავადებებთან დაკავშირებით ასეთ ხერხს მიმართავენ და წარმოიდგინეთ რას აკეთებდნენ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში

როდესაც ადამიანი ითხოვს საჯაროდ ექიმების ჩამოყვანას და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, ამ დროს ზურგს უკან თურმე სინამდვილეში ეძებს პიარ-კონსულტანტებსა და კომპანიებს, რომლებიც არა ჯანმრთელობის პრობლემებს მოაგვარებენ, არამედ პირიქით - ამ ჯანმთელობის პრობლემაზე შექმნიან პანიკას და როგორმე დაძაბავენ საზოგადოებას - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„გასაკვირი იქნებოდა ეს, რომ არ გვახსოვდეს ვისთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანი და მისი გარემოცვა დაავადებებთან დაკავშირებით ასეთ ხერხს მიმართავს და ასეთ ტექნოლოგიები იხდიან ფულს, წარმოიდგინეთ ეს გუნდი და ეს ლიდერი რას აკეთებდნენ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. სინამდვილეში ამას არავითარი ახალი პიარ კომპანია არ სჭირდებოდა, დეზინფორმაციას ისევ მისი თანაგუნდელები ავრცელებდნენ და პიარ კომპანიის ნაცვლად, საკმარისი იყო გამოსულიყვნენ მის მიერ მოწვეული ექიმები ან ადვოკატები და გაეცათ პასუხი 2 შეკითხვაზე: პირველი - რა არის დაავადება, რომელსაც უცხოელი და ქართველი ექიმები ვერ მკურნალობენ საქართველოში, ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში და მეორე - საერთოდ თანამშრომლობს თუ არა სააკაშვილი ექიმებთან და ასრულებს თუ არა იმ დანიშნულებებს, რომელსაც ექიმები აძლევენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.