ირაკლი ქადაგიშვილი: ყველანი ცდილობენ, რომ ანტიოლიგარქიული კანონმდებლობა გარკვეული ვაჭრობის საგანი გახდეს

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველანი ცდილობენ, რომ ანტიოლიგარქიული კანონმდებლობა გარკვეული ვაჭრობის საგანი გახდეს

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილი დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს იმიტომ არ უჭერს, რომ ის შეიძლება დამაზიანებელი იყოს მთელი რიგი ოლიგარქებისთვის. ამ თემაზე დეპუტატმა „ქრონიკაში“ ისაუბრა. სწორედ ამას უკავშირებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნის მოთხოვნას, იმ მიზნით რომ პროცესი შეჩერდეს და კულუარული მოლაპარაკების და გარკვეული პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს, რაც მმართველი გუნდისთვის მიუღებელია.

„რაღაცნაირად ყველანი ცდილობენ, რომ ანტიოლიგარქიული კანონმდებლობა გარკვეული ვაჭრობის საგანი გახდეს. სწორედ ამას გვინდა თავი ავარიდოთ. ამიტომ, რომ იტყვიან, დაბევებული გვაქვს ის კანონი, რომელიც უკრაინას უკვე მიღებული აქვს. აბსოლუტურად ნეიტრალური არის საქართველოს ინტერესებზე მორგებასთან დაკავშირებით და ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, იმიტომ რომ ერთი-ერთში იგივეა ეს კანონპროექტი. უკრაინულ კანონზე მიღებული დასკვნა, ბუნებრივია, ავტომატურად გავრცელდება საქართველოს მიმართებაში. ამიტომ ამ შემთხვევაში ვაფიქსირებთ პოზიციას და ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. არავითარ შემთხვევაში არ გვინდა ამ საკითხთან დაკავშირებით სპეკულაციებსა ან გარკვეულ გარიგებებში შესვლა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.