სახალხო დამცველი სოზარ სუბარი წყაროს, რომლისგანაც შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში 2007 წლის 4 ნოემბრის ე.წ. საიდუმლო თათბირის შესახებ შეიტყო, სექტემბერში დაასახელებს.
„ბევრჯერ დავაპირე ამ წყაროს დასახელება, მაგრამ გადავდე. საბოლოო, გამოსამშვიდობებელ ანგარიშს ჩავაბარებ საზოგადოებას და ამ ყველაფერს თანამდებობის დატოვებამდე ვიტყვი.
მოწმეებს სექტემბერში დავასახელებ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარი ვანო მერაბიშვილის კაბინეტში ჩატარებული ე.წ. საიდუმლო თათბირის შესახებ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მოითხოვდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
სუბარის განცხადებით, წყარომ, რომელიც თათბირს ესწრებოდა, მიაწოდა ინფორმაცია, რომ 7 ნოემბრის დარბევა მერაბიშვილის კაბინეტში დაიგეგმა.