გიული ალასანია სააკაშვილზე: კმაყოფილი და მადლობელი ვარ ექიმების, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მაინც მძიმედ არის, 40 კილოგრამი დაკარგა კლინიკაში ყოფნის პერიოდში

გიული ალასანია სააკაშვილზე: კმაყოფილი და მადლობელი ვარ ექიმების, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მაინც მძიმედ არის, 40 კილოგრამი დაკარგა კლინიკაში ყოფნის პერიოდში

ამ აქციის მიზანი არის ის, რომ გადაარჩინოს ერთი ადამიანის სიცოცხლე, - განაცხადა გიული ალასანიამ მთავრობის ადმინისტრაციასთან, სადაც მისი შვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

„კლინიკა „ვივამედში“ გამოკვლევები უტარდება, კმაყოფილი და მადლობელი ვარ ექიმების, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მდგომარეობა არ გამოკეთდა, მაინც მძიმედ არის. შესაბამისი მკურნალობის ჩატარება ასე მესმის, რომ უნდა გამოკეთდეს ადამიანი. 40 კგ დაკარგა კლინიკაში ყოფნის პერიოდში, მუდმივად სიცხე აქვს, ასევე სისუსტე, ფეხზე ვერ დგება, ვერ ჭამს“, - განაცხადა ალასანიამ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა,

Aburjga Tasmanieli 40 კილოგრამი დაკარგა?! ახლა რამდენს იწონის?! 140 იყო და ახლა 100 კილოგრამია მის წონა?!
2 წლის უკან