მაჭარაშვილი ჰერჩინსკის: კომისიის დასკვნას გადმოგცემთ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას და სავიზიტო ბარათს, სადაც ასეულობით ადამიანის მკვლელობაზეა საუბარი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელსაც ევროპული ღირებულებების პარტიად მიიჩნევთ

მაჭარაშვილი ჰერჩინსკის: კომისიის დასკვნას გადმოგცემთ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას და სავიზიტო ბარათს, სადაც ასეულობით ადამიანის მკვლელობაზეა საუბარი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელსაც ევროპული ღირებულებების პარტიად მიიჩნევთ

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართა სხდომიდან, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას საქმე განიხილება.

მაჭარაშვილის განცხადებით, სამართლებრივად დადგენილია, რომ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც კომისიაზე მოდიან, სწორედ იმ რეჟიმმა დაარღვია, რომელსაც ჰერჩინსკი და სხვა ევროპელი ელჩები ევროპული ღირებულებების პარტიად მიიჩნევენ. მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩს სამახსოვროდ უნდა ჰქონდეს კომისიის დასკვნა იმ პარტიის ასეულობით მსხვერპლის შესახებ, რომელსაც ლობირებს.

„ისევ მინდა მივმართო ევროკავშირის ელჩს და იმ ელჩებს, რომლებიც ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს მიიჩნევენ ევროპული ღირებულების პარტიად: ეს მოქალაქეები, საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აქ მოდიან, დღეს აქ ბრძანდებიან მოკლული ადამიანის გამწარებული ოჯახის წევრები - დადგენილია სამართლებრივად, რომ იმ რეჟიმმა გააკეთა ეს ყველაფერი. ამ კომისიის დასკვნას ბატონო ელჩო, ევროკავშირის ელჩს მივმართავ, გადმოგცემთ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას და სავიზიტო ბარათს. რომ წაბრძანდებით საქართველოდან, გქონდეთ კომისიის ეს დასკვნა, სადაც ასეულობით ადამიანის მკვლელობაზეა საუბარი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელსაც თქვენ ევროპული ღირებულებების პარტიად მიიჩნევთ. გქონდეთ სამახსოვროდ ამ კომისიის დასკვნა პარტიაზე, რომელსაც თქვენ ლობირებთ დღემდე სამწუხაროდ საქართველოში. მორიგ ჯერზე გთხოვთ, გასცეთ ამ ხალხს პასუხი, ვინც არიან მობრძანებულები, ვინც იყვნენ მობრძანებულები, რატომ ლობირებთ იმ რეჟიმს, რომელიც იყო იმ უბედურებების ორგანიზატორი, რომელსაც ეს ხალხი ყვება“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მარბიელი ამ უჭკუოს ნაცოდვილარზე კომენტარს არ ვაკეთებ!
ერთი რამ მაინტერესებს: ან გრამატიკულად, ან სამართლებრივად, ან ლოგიკურად რა სხვაობაა "დიპსტეიტისთვის ამგარიშის გაწევას" და "დიპსტეიტის ჭკუაზე სიარულს" შორის? მათი დაკვეთით აგენტის პრემიერის დანიშვნა და ქვეყნის განსაცდელში ჩაგდება "ანგარიშის გაწევა" თუა მათ ჭკუაზე სიარული რაა, ვარცხნილობის, ჩაცმის და მენიუს მათი დაკვეთით არჩევა?
2 საათის უკან