პუტინის პირადი პატიმარი, მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული ნიკა მელია კი ამომრჩევლის კრიტიკით უკმაყოფილოა და "გულდაწყვეტილია" თურმე - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი, ვერცხლის წყალია აღმოჩენილი.
ახლა ვისაც გახსოვთ ჩემი ბრიფინგი ერთი წლის წინანდელი -გამოვიდა ინფორმაცია მოწამვლა და "დემორალიზება "უნდათ თქო ( გახსოვთ ალბათ)ჰოდა , ნიკა მელიას ისტერიულმა "უანგარო დამცველებმა" ( კიდევ ვინც შემორჩით)გააგრძელეთ კედელ-კედელ ჩემი ლანძღვა , ჩემს მიერ გაკრიტიკებული, არაფრის მაქნისი და მელიას მიერ შექმნილი უმოქმედო პროცესის გამო. პარტიის დამფუძნებელი ( პუტინის პირადი პატიმარი )მოწამლული მესამე პრეზიდენტი კვდება, მისი ხმებით მოსული თავმჯდომარე მელია კი, მისი მისამართით ამომრჩევლის მიერ გამოთქმული კრიტიკით უკმაყოფილოა და "გულდაწყვეტილია" თურმე.... . გააგრძელეთ "ბატონებო და ქალბატონებო" მელიას "გულმხურვალე გულშემატკივრობა"- სირცხვილია სხვა თუ არაფერი!!!!!დღეს უმოქმედობა -მკვლელობაში თანამონაწილეობაა" - წერს თაკო ჩარკვიანი.
მისი სახელი - თამარი (თინათინ), არს ესე საცოდნარია!
რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია.
ცოტა სიდარბაისლე რომ ახასიათებდეს და კივილ, ჩხივილს მოუკლოს ტაკოს ქალი ვერ აჯობებდა!