ნიკა მელია: თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით

ნიკა მელია: თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით

თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით! - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ბრიუსელსა და ლისაბონში ევროპელ პარტნიორებთან ვიზიტის შედეგები საგანგებო ბრიფინგზე შეაჯამა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალის უმთავრესი პრიორიტეტი იყო არის და იქნება საქართველოს თავისუფალ სამყაროსთან ინტეგრაცია. პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება და მისი გადაყვანა დასავლურ სამედიცინო დაწესებულებაში. ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და მედიის თავისუფლება. თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე და ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით",- განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიამ ევროპის სახალხო პარტიის კრიტიკულ რეზოლუციაზე საუბრისას, რომ დასავლელი პარტნიორები იზიარებენ აზრს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ხელის შემშლელი ფაქტორი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლებაა.