ზურა გირჩი ჯაფარიძემ, რომელიც იმით არის ცნობილი, რომ რუსებს ერთი ადგილი მიუშვირა, განაცხადა - ომში არ ჩართვის გამო, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი _ ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
"ზურა გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ომში არ ჩართვის გამო, არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. ეს განაცხადა თქვენი "ტროიკის" წარმომადგენელმა, რომელიც ცნობილია იმით, რომ არ ვიტყვი რა მიუშვირა რუსებს თავის დროზე. რაც თქვენ (ოპოზიციამ) ყველამ ერთად მიუშვირეთ რუსებს 2008 წელს, ის მიუშვირა მან მოგვიანებით"_ აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
„გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნული ბრალდება უარყო და განაცხადა: "ეს არის ტყუილი, მსგავსი არაფერი მითქვამს. ამ პარლამენტს არაფერი ეშველება, ეს პარლამენტი არის "შაპიტო".