ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით. ზოგადად, კრიმინალურ სამყაროში თვითდაზიანება ციხეში არის მიღებული პრაქტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილმა მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით. ზოგადად, კრიმინალურ სამყაროში თვითდაზიანება ციხეში არის მიღებული პრაქტიკა

ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თვეები განმავლობაში იმყოფება სამედიცინო დაწესებულება და სახელმწიფო უწყებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მოქმედებენ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.

„მერწმუნეთ, იმაზე მეტი ზომა არის მიღებული ვიდრე შეიძლება სხვა შემთხვევაში ყოფილიყო მიღებული. მაგალითად, თვეებია უკვე ადამიანი არის არა საპატიმრო დაწესებულებაში, არამედ საავადმყოფოში. მე მგონი ზომაზე მეტია ის ყურადღება, რასაც იჩენს [სახელმწიფო]. ზოგადად, კრიმინალურ სამყაროში თვითდაზიანება ციხეში არის მიღებული პრაქტიკა. შიმშილობა ან რაც იყო არ დაიწყო? ანუ გარკვეული თვეების განმავლობაში სათანადო დოზებით არ იღებდა საჭმელს. მან მიიყენა თვითდაზიანება გათავისუფლების იმედით. ეს არის კრიმინალურ სამყაროში მიღებული პრაქტიკა. ასეთი რაღაცები ვერ ხდება და არც უნდა გახდეს პატიმრის გათავისუფლების საფუძველი“, - განაცხადა კობახიძემ.