[გიორგი] ვაშაძის თითოეული ნაბიჯი არის მოღალატეობრივი და ეს ეხება მთლიანად ომისა და ღალატის პარტიას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მოღალატე რომ არის ეს კაცი, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება მის თანაგუნდელებს, მაგალითად ელენე ხოშტარია, რომელიც მილიონობით რუსულ რუბლს იღებs. ასევე არის ზურას გირჩი ჯაფარიძე, რომელიც არ დავაკონკრეტებ რას უჩვენებს რუსებს. რაც აჩვენeს 2008 წელს რუსეთს, იგივე აჩვენეს საზღვარზე. ასეთი სამარცხვინოები არიან ეს ადამიანები და რეალურად ეს მთლიანად ამ „ტროიკის“ სახეს აჩვენებს. ვაშაძე არის მოღალატე, მისი თითოეული ნაბიჯი არის მოღალატეობრივი და ეს ეხება მთლიანად ომისა და ღალატის პარტიას, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ რამენაირად გახსნან საქართველოში მეორე ფრონტი. მე არ მგონია, რომ ამას დავალების გარეშე აკეთებდნენ“, - აღნიშნა კობახიძემ.