გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი:
„ბიუჯეტის ზრდის შემდეგ ინფლაცია გარდაუვალია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ინფლაციურმა დაძაბულობამ ისედაც სერიოზულ მაჩვენებელს მიაღწია და ბუნებრივია, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
საქართველოს მთავრობამ ამის გამომწვევი მიზეზები ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში უნდა ეძებოს და არა ეროვნულ ბანკში.
მე ვფიქრობ, დღეს საქართველოში ინფლაციისგან დაცვის რეალური მექანიზმები არ არსებობს.“
ლადო პაპავა, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
„ამ ცვლილებებით ქვეყანაში ინფლაცია გარდაუვალი იქნება.
ვერ გავიზიარებ სტატისტიკის დეპარტამენტის ოპტიმიზმს, რომ ინფლაცია არ გაიზრდება.
ინფლაციის მაჩვენებელი ახლაც ორნიშნა რიცხვით არის გამოსახული და ეს ბიუჯეტის გაზრდით კიდევ უფრო მოიმატებს.“