ლევან ბეჟაშვილი: ლევან ხაბეიშვილს პარტიის შიგნით საკმაოდ დიდი ჯგუფი უჭერს მხარს, მას შეუძლია პარტიაში მოიტანოს ახალი ენერგია, ახალი მუხტი

ლევან ბეჟაშვილი: ლევან ხაბეიშვილს პარტიის შიგნით საკმაოდ დიდი ჯგუფი უჭერს მხარს, მას შეუძლია პარტიაში მოიტანოს ახალი ენერგია, ახალი მუხტი

„ნაცმოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ლევან ხაბეიშვილს პარტიის შიგნით საკმაოდ დიდი ჯგუფი უჭერს მხარს.

„მას შეუძლია პარტიაში მოიტანოს ახალი ენერგია, ახალი მუხტი. მისი გამოცდილება, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ანტიკორუფციული ბრძოლის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია. გუნდთან ერთად, ის შეძლებს, უპასუხოს გამოწვევებს, რომელიც აქვს „ნაცმოძრაობას“ და ქვეყანას. რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა დამარცხდეს, ყველა დარჩება „ნაცმოძრაობის“ შემადგენლობაში და ისევ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას“, - აცხადებს ბეჟაშვილი.