ლევან იოსელიანი: საზოგადოებას დღეს აღარ უნდა ისეთი ტიპის პარტიები, რომლებიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვიან

ლევან იოსელიანი: საზოგადოებას დღეს აღარ უნდა ისეთი ტიპის პარტიები, რომლებიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვიან

ჩემი პრეტენზია ჩემი კოლეგებისა და იმ მედიის მიმართ, რომელიც მათ ნარატივს ძალიან სწორხაზოვნად ტირაჟირებს, არის ის, რომ მათთვის მიუღებელია განსხვავებული აზრი, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„ხშირად, როდესაც ჩვენ განსხვავებული აზრი გვაქვს, ამას ხისტი შეურაცხყოფით უპირისპირდებიან - როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე მედიასა და სოციალურ ქსელებში. საზოგადოებას დღეს აღარ უნდა ისეთი ტიპის პარტიები, რომლებიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვიან. ძალაუფლებისთვის ბრძოლა ხშირად იწვევს ისეთი ტიპის ცვლილებებს, რომლებიც ხალხის ინტერესების მიღმაა. როცა ხედავ, რომ პარტიას ან ლიდერს ამის იქით არაფერი აინტერესებს, ბუნებრივია იმ ბრძოლაში ყოველთვის დამარცხდები - ეს არის „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ 10-წლიანი ისტორია. საზოგადოებაში არის დაკვეთა ზომიერ პარტიებზე, რომლებიც იბრძვიან არა ძალაუფლებისთვის, არამედ ამ ქვეყანაში უკეთესობისთვის. თუ ეს ბრძოლა იქნება დამაჯერებელი, მერე შენი ამომრჩეველი იმ ძალაუფლებას მოგცემს, ალბათ, უფრო დოზირებულად, და არა ისე, როგორც ეს ამ ქვეყანაში ხდებოდა ხოლმე. ეს გამოცდილება, რომ ერთ დღეს შეიძლება ყველაფერი წააგო ან ყველაფერი მოიგო, ამ ქვეყანაში დასრულდა“, - აცხადებს იოსელიანი.