150 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ჩემ დაბადების დღეზე კი არ გამოვიდა, ევროპული კურსის დაკვეთა მისცა ხელისუფლებას და ამ დაკვეთას თუ ჩააგდებენ, დიახაც, მე, როგორც ერთი მოქალაქე, ქუჩაში გავალ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს ამ ისტორიული შანსის დაკარგვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებად იწოდებოდეს.
„პაატა მანჯგალაძისთვის, გიორგი ვაშაძისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ და საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ცალსახაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება. ისტორიულ შანსს „ქართული ოცნება“ რომ ეღობება, ვითხოვ მის პასუხისმგებლობას. პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ღიად ვუთხარი, თუ რა ფორმით აპირებენ პასუხისმგებლობის აღებას, თუკი მათი მიზეზით არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს.
150 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ჩემ დაბადების დღეზე კი არ გამოვიდა, ევროპული კურსის დაკვეთა მისცა ხელისუფლებას და ამ დაკვეთას თუ ჩააგდებს დიახაც, მე, როგორც ერთი მოქალაქე ქუჩაში გავალ. ხელისუფლებას მორალური უფლება არ აქვს ამ ისტორიული შანსის დაკარგვის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებად იწოდებოდეს“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან, პაატა მანჯგალაძემ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას განაცხადა, რომ როცა უკრაინაში დეოლიგარქიზაციის კანონს იღებდნენ, გამართლებული იყო, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას, რომელიც არ არის ოლიგარქიული, ამოცანა ჰქონდა ოლიგარქიისგან ხელისუფლების და სახელმწიფოს დაცვა.
„როცა ხელისუფლებაშია უკვე მოსული ოლიგარქია და იგივე კანონს იღებ, არ ემსახურება ოლიგარქიისგან დაცვის მიზნებს. ამას სხვა მიზანი აქვს.
კანონის კოპირება კონკრეტული ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი, კულტურული ტრადიციების და რეალობის გათვალისწინების გარეშე, სხვადასხვა ქვეყანაში კოპირებული კანონი იძლევა სხვადასხვა შედეგს“,- განაცხადა მანჯგალაძემ.