პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარიზში მყოფ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლაზე უარი უთხრა.
ამის შესახებ განცხადება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ წევრმა, თამარ რუხაძემ გააკეთა.
„მანამდე სააკაშვილს პირდაპირი ჩართვა ჰქონდა სადაც შეეხო ოქრუაშვილის თემას და აღნიშნა, რომ ოქრუაშვილი დაუკავშირდა და დახმარება აღუთქვა.
ოქრუაშვილმა პრეზიდენტს უთხრა, რომ, თუ გამოადგებოდა ქვეყანას, მზად იყო, ჩამოსულიყო. მაშინ სააკაშვილს უარი არ უთქვამს. ირაკლი ოქრუაშვილის სახლი სოფელ ტყვიავში გადამწვარია. დარბეულია შიდა ქართლის ყოფილი რწმუნებულის, მიხეილ ქარელის სახლიც“, - განაცხადა რუხაძემ.