ნიკა მელია: ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როდესაც გნებავთ, მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად

ნიკა მელია: ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როდესაც გნებავთ, მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მზად არის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში მოეფინება ნათელი იმას, თუ რა გახდა ამ ფორმით და ასე ნაჩქარევად განცხადების გაკეთების მიზეზი.

„თუ რა გახდა რეალური მიზეზი და მიზანი ამ საკითხის ამ ფორმით, ასე ნაჩქარევად, ასე მოუმზადებლად გამოტანისა ამას უახლოესი პერიოდი აუცილებლად მოჰფენს ნათელს.

ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როდესაც გნებავთ, მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.