„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ პარტიის თავმჯდომარის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით საკრებულოს დეპუტატების ინიციატივა გასათვალისწინებელია.
„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენი პარტიის ფუნდამენტი, ფესვები არიან ის ადამიანები, რომლებმაც გუშინ გაახმოვანეს ეს ინიციატივა, მე აბსოლუტურად მხარს ვუჭერ, ვემხრომი და სხვანაირად არც წარმომიდგენია“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
მისი განმარტებით, მიესალმება, რომ ნიკა მელიამ მიიღო გადაწყვეტილება, არჩევნები დაინიშნოს.
„იმასაც მივესალმები, რომ თავმჯდომარემ მიიღო ეს გამოწვევა, გადაწყვეტილება, არჩევნები დაინიშნოს. ისიც თქვა, რომ თვითონ ხელახლა იასპარეზებს ამ არჩევნებში, თავმჯდომარის პოსტზე. დაველოდოთ, ვინ იქნებიან სხვა კანდიდატურები“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.
პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ თავად არ აპირებს საკუთარი კანდიდატურის დაყენებას.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.