არჩილ თალაკვაძე: ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარია და სხვები მზად არიან, რომ პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება, ეშმაკსაც კი შეეკრან

არჩილ თალაკვაძე: ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარია და სხვები მზად არიან, რომ პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება, ეშმაკსაც კი შეეკრან

ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარია და სხვები მზად არიან, რომ პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება, ეშმაკსაც კი შეეკრან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ეს თავისთავად მიუთითებს, რომ მათთვის არაფერი სუფთა, არაფერი ღირებული არ არსებობს. მათ აქვთ ერთადერთი მზიანი, ეს არის პოლიტიკური შურისძიება, ხელისუფლებაში რაღაც ბერკეტის მიღება და ძალაუფლების დაბრუნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთ ტელეეთერში განაცხადა, რომ მას დავით კეზერაშვილზე უამრავი ცუდი რამ სმენია და წაუკითხავს, მაგრამ ახლა მიზანი, რომ ყველა უნდა გაერთიანდეს, უფრო მნიშვნელოვანია.