თამარ ჩერგოლეიშვილი:

თამარ ჩერგოლეიშვილი: "ხატიას აირჩევენ ალბათ თავმჯდომარედ, და ამდენი "განახლების" შემდეგ, ენმ ვანოს და კეზერას დაუბრუნდება"

არ ვიცი მიშა რას იზამს, მაგრამ თუ მელიას გაგდებას მხარი დაუჭირა და კეზერაშვილმა მოიგო (ვანო მერაბიშვილიც მის მხარესაა მელიას წინააღმდეგ) ხატიას აირჩევენ ალბათ თავმჯდომარედ, და ამდენი “განახლების” შემდეგ, ენმ ვანოს და კეზერას დაუბრუნდება.- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" მფლობელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ხატიას დააყენებენ ხოლმე ელენესთან, ზურასთან და ვაშაძესთან ერთად და ეს იქნება ის გრანდ ერთიანობა, რაზეც ზურა საუბრობს.

პ.ს. ახლა, ორივე მხარე მიშას სიყვარულში და ერთგულებაში შეეჯიბრება ერთმანეთს საჯაროდ - შეიძლება, მიშამ მხარის არჩევა გააჭიანუროს, ან საერთოდ დაიკიდოს. მოსწონს რომ ეფერებიან და მოაფერებინებს.

არასაჯაროდ - მოქრთამვა წავა.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს დეპუტატმა "ნაცმოძრაობის წევრმა ირაკლი ნადირაძემ დღეს განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა, პარტიის თავმჯდომარის ვადამდელ არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

ცნობისთვის,  2020 წლის 27 დეკემბერს ნიკა მელია  აირჩიეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ