ლევან ხაბეიშვილი: არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს

ლევან ხაბეიშვილი: არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს

"ნაციონალური მოძრობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თავად არ აპირებს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

მისი თქმით, მიესალმება ინიციატივას რომელიც განახლებას, მეტ ღიაობას, თავმჯდომარის არჩევას უკავშირდება.

"ამ პარტიას სჭირდება გადახალისება. ამ პარტიის თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია. ყველას მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ ენმ უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში, მათ შორის პარტიის გაძლიერების მიზნით. არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.

amo რატომ? ვისზე ნაკლები ხარ?
2 წლის უკან