„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს დააწია ის, რაც ქვეყნისთვის უნდოდათ - ქვეყნისთვის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ და რიგგარეშე არჩევნები პარტიაში მიიღეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს დააწია ის, რაც ქვეყნისთვის უნდოდათ - ქვეყნისთვის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ და რიგგარეშე არჩევნები პარტიაში მიიღეს. ვნახოთ, ვინ იქნება ხელმძღვანელობაში, ეს მათი გასარკვევი საკითხია, მაგრამ ეს ყველაფერი ერთიანობაში არ ცვლის არაფერს. „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არის არა მისი ხელმძღვანელობა, არამედ პარტიაში ღირებულებების არარსებობა.
პარტია, რომელიც საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმის ჩამომყალიბებელი, ოპოზიციიდან ზუსტად იგივე გონორით და მისწრაფებებით მოქმედებს. სანამ ეს პარტია არ შეიცვლის ამ მიდგომებს, ამ პრინციპებს და არ აღიარებს დემოკრატიას, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს. იქნება იმ მხარდაჭერის ამარა, რაც აქამდეც ჰქონდა და ყოველთვის იქნება ამ ჭრილში დამარცხებული, რადგან ისინი დემოკრატიული მმართველობის მარტივ პრინციპებს არ აღიარებენ. პრობლემა არის პარტიის მმართველობა, არამედ პარტიის ღირებულებითი პრობლემები, რაც აქვთ“, - განაცხადა პაპუაშვულმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.