დავით მათიკაშვილი: ის რადიკალიზმი, რომლის დათესვასაც „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებაში ცდილობდა, თავად მას შემოუბრუნდა ბუმერანგივით

დავით მათიკაშვილი: ის რადიკალიზმი, რომლის დათესვასაც „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებაში ცდილობდა, თავად მას შემოუბრუნდა ბუმერანგივით

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა შეაფასა.

„მძიმე დრო უდგას „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, რომელმაც ის რადიკალიზმი, რომლის დამკვიდრებასაც საზოგადოებაში ცდილობდა, საკუთარ თავზე მიიღო, ბუმერანგივით შემოუტრიალდა. ეს არის დაშლის პირას მდგარი რადიკალური პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ მგონია დიდი მომავალი გააჩნდეს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.