"ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ (პარტიის) არჩევნებში მონაწილეობისთვის" - ამის შესახებ ნიკა მელიამ "ნაციონალურ მოძრაობაში" გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მან კოლეგების დღევანდელ განცხადებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევა აუცილებელია.
ნიკა მელიას განმარტებით, მათ ამ განცხადებაში "ახალი არაფერი ყოფილა" და ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც როგორც ჩანს შორსმიმავალი გეგმები აქვს.
"ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ (პარტიის) არჩევნებში მონაწილეობისთვის" - თქვა მელიამ და განმარტა, რომ დეტალებზე, რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ს ახალი თავმჯდომარის არჩევის მოთხოვნით, პარტიის წევრების ნაწილმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთეს.