შიდა დაპირისპირებას, სამწუხაროდ, სწორედ „ქართული ოცნება“ აწყობს და პოზიციები, რომელსაც რიგი ევროპარლამენტარები აფიქსირებენ, იქიდან გამომდინარეა, თუ რა ხდება რეალურად საქართველოში , - ასე ეხმაურება საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ნიკა ჩიტაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებას ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, რომ ამ ტიპის დოკუმენტების მიღება ქვეყანაში შიდა დაპირისპირებას ახალისებს.
ნიკა ჩიტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წევრებისგან კრიტიკაზე რეალური პასუხი არ ყოფილა და ისინი პირად შეურაცხყოფაზე გადადიან.
„ჯერ ეს ერთი ანტიდასავლური კამპანია აგორდა, თითქოს, დასავლეთი ცდილობს, საქართველოს ომში ჩართვას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, სად ცდილობს, ერთი მაგალითი მაინც მოიყვანონ. პირიქით, ევროკავშირი და აშშ ყველანაირად ცდილობენ, რომ საქართველოში არსებული კონფლიქტები გადაიჭრას მშვიდობიანი გზით.
თვითონ „ქართული ოცნების“ საქმიანობა იწვევს კონფრონტაციას, ისინი პოლიტიკურ ოპონენტებს შეურაცხყოფას აყენებენ, რომ ის იყო ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმი და ყველა, ვინც უჭერს მხარს, იზიარებს ყოფილი დიქტატორების აზრს, ხშირად თავიანთ მომხრეებს ეუბნებიან და აქეზებენ. რაიმე რეალური პასუხი კრიტიკაზე „ქართული ოცნებისგან“ არ ყოფილა, გადადიან პირად შეურაცხყოფაზე“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ნიკა ჩიტაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გზას, საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს.
„სამწუხაროდ, ეს გზა, რომელსაც ადგას ქართული ხელისუფლება, „ტაძრამდე არ მიგვიყვანს“, წინაპირობა იმისა, რომ მოხდეს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ინტეგრაცია დასავლეთის დემოკრატიულ საზოგადოებაში, არ არსებობს, ამ გზას მივყავართ რუსეთისკენ, ღირებულებითი თვალსაზრისით ჩვენ ვუახლოვდებით რუსეთს, რუსეთის ორბიტაში ვექცევით“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
ნიკა ჩიტაძე გადაცემაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ევროპარლამენტარები მიღებული კრიტიკული ანგარიშით გვეუბნებიან, რომ „ჩვენი პოლიტიკური ნებაა, რომ ქვეყანაში არაკონსტიტუციური გზით რაიმე ცვლილებები მოვახდინოთ“.
ნიკა ჩიტაძის თქმით, დასავლეთის სურვილი ნამდვილადაა საქართველოში ხელისუფლების შეცვლას, თუმცა არა არაკონსტიტუციური გზით.
„ირაკლი ქადაგიშვილს პასუხი არაფერზე არ აქვს და აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს არაკონსტიტუციური გზით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას. ჩემი აზრით, დასავლეთის სურვილი ნამდვილადაა, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს და „ქართლი ოცნება“ არ იყოს ხელისუფლებაში, ოღონდ ეს არ უნდა იყოს არაკონსტიტუციური გზით“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
"დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში "მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს" - სერგეი შამბა
დასავლეთი საქართველოს აფხაზეთში "მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. არ თქვა ახლა მე უფრო კომპეტენტური ვარო.