მარია ზახაროვა: რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის 

მარია ზახაროვა: რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის 

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, მზად ვართ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს არასდროს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე და ახლა, “შექმნილი რეალობის გათვალისწინებით”, მზადაა დიალოგისთვის. 

“ჩვენ ჯერ კიდევ ღია ვართ მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არასდროს გვითქვამს მათზე უარი, მზად ვართ ისინი ვაწარმოოთ, რა თქმა უნდა, იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც ამ მომენტში იქმნება”, - თქვა ზახაროვამ.

Aburjga Tasmanieli დროზე გამოაცხადეთ კაპიტულიაცია თორემ შემდეგ კიდევ უფრო ნაკლები გექნებათ სალაპარაკო! ნაღდად არ მეგონა ასე გაფარჩაკებული თუ იყო რუსეთის არმია და ასე წაშლილი ნაქები "რუსული სული"! ახლა ჩაგიტარებენ თქვენ სპეცოპერაციას, კრასნოდარს, ყუბანს ყველას მიიერთებენ! ვაი თქვენს პატრონს!
2 წლის უკან