დავით უსუფაშვილი „ქოლცენტრების საქმეზე“: ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართული საერთაშორისო ქსელში. თუკი ვინმე დამნაშავეა ამ საკითხში, უნდა დავისაჯოთ

დავით უსუფაშვილი „ქოლცენტრების საქმეზე“: ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართული საერთაშორისო ქსელში. თუკი ვინმე დამნაშავეა ამ საკითხში, უნდა დავისაჯოთ

ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართული საერთაშორისო ქსელში. თუკი ვინმე დამნაშავეა ამ საკითხში, უნდა დავისაჯოთ,- ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„ძალიან კარგია, თუ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები მონაწილეობენ საერთაშორისო მცდელობაში, რომ ძალიან ბევრი დანაშაული, რომელმაც დატოვა ქვეყნის საზღვრები და იქცა ინტერნაციონალურად, სწრაფად და კვალიფიციურად იყოს გამოძიებული. ჩვენ უნდა ვიყოთ ჩართული საერთაშორისო ქსელში. თუკი ვინმე დამნაშავეა ამ საკითხში უნდა დავისაჯოთ. მე გამოვლინდები? უნდა დავისაჯო, დანაშაული დანაშაულია, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ და როგორ“,- განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.