გიორგი ვოლსკი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე: გულდასაწყვეტია, რომ ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოშია აღმოჩენილი

გიორგი ვოლსკი ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე: გულდასაწყვეტია, რომ ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოშია აღმოჩენილი

გულდასაწყვეტია, რომ ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში იქნა აღმოჩენილი. რასაკვირველია ყველაფერს გამოძიება დაადგენს, თუმცა, უკვე ფაქტია, რომ უამრავი დაზარალებულია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა ე.წ. ქოლ ცენტრების საქმეზე საუბრისას.

„ფაქტია ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობს“ ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც დაკავშირებულია კეზერაშვილთან და მის ფინანსურ რესურსებთან, წინმსწრებ განცხადებებს აკეთებენ, რომ ეს თემა როგორღაც შეიძლება „ქართულ ოცნებას“ უკავშირდებოდეს, მაგრამ, აბსოლუტურად საპირისპირო სურათი გვაქვს დღეისთვის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პროკურატურამ შვიდი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ერთდროულად ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა.