ნებისმიერი საქმე, საკითხი, რომელიც ამ რეზოლუციის დამატებებშია ასახული, რომელიც ეხება მსჯავრდებულ სააკაშვილს, გვარამიას თუ სხვებს, მათი მოხსენიება გარკვეული პოლიტიკური ნიშნით, არის სიცრუე, მიუღებელი და ეს არის სასამართლო ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების პოლიტიკის განხორციელებაში ირიბი თუ პირდაპირი ჩარევების მცდელობა, რაც დაუშვებელია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მიღებული დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მიღებული დოკუმენტი აცდენილია რეალობას.
„ეს ჩანაწერი არის არაადეკვატური, აცდენილია რეალობას და არ ასახავს იმ ჭეშმარიტებას რომელსაც ადგილი აქვს კონკრეტულ პირებთან მიმართებაში, მათი მხრიდან ჩადენილი კონკრეტული დანაშაული ქმედებების მიმართ სასამართლოს მხრიდან მაქსიმალური გამჭირვალობით ჩატარებული პროცესებისა და საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე, რომელზეც საზოგადოებას ძალიან მარტივად ჩამოუყალიბდა ხედვა, თუ რა კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებთან გვქონდა საქმე და რეალურად ეს გადაწყვეტილება, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა სვენ მიქსერის ანგარიშის კომპრომისულ ვარიანტს საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ.