ცნობილი ქართველი მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც წლების მანძილზე დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს და მუსიკალურ მოღვაწეობას აქტიურად ეწევა, ორ კვირაში საქართველოში დაბრუნდება.
როგორც მომღერალმა განაცხადა, მას აღარ აქვს უფლება, ასეთ მძიმე სიტუაციაში სამშობლოდან შორს იმყოფებოდეს.
- ერთხელ უკვე გავექეცი ომს და და საშინელებას. როგორც კი თბილისის ომი დაიწყო, მაშინვე დავტოვე საქართველო. ახლა მინდა ეს დანაკლისი ავინაზღაურო და ჩემს სამშობლოში სამუდამოდ დავბრუნდე.
ორ კვირაში უკვე საქართველოში ვიქნები.“ - ამბობს მომღერალი