კომბოსტოს სალათა ვაშლით

კომბოსტოს სალათა ვაშლით

ინგრედიენტები

3   ჭიქა დაქუცმაცებული კომბოსტო

1   ცალი წითელი ვაშლი

1   ცალი მწვანე ვაშლი

1   ცალი სტაფილო

1/2  ჭიქა წითელი ბულგარული წიწაკა

2   ცალი მწვანე ხახვი

1/3  ჭიქა მაიონეზი

1/3  ჭიქა ყავისფერი შაქარი

1   ს/კ ლიმონის წვენი

მომზადებ

ამოაცალეთ ორივე ვაშლს გული, დაჭერით კანიანად და მოათავსეთ თასში. ჩაუმატეთ დაქუცმაცებული კომბოსტო, გახეხილი სტაფილო, თხლად დაჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა და მწვანე ხახვი. ერთმანეთს მსუბუქად შეურიეთ ეს ინგრედიენტები.

მცირე ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ მაიონეზი, ყავისფერი შაქარი და ლიმონის წვენი. მოასხით მიღებული მასა სალათას დიდ თასში და გემრიელად მიირთვით!