გამომცხვარი ორაგული

გამომცხვარი ორაგული

ინგრედიენტები

700   გრამი ორაგულის ფილე

ზეითუნის ზეთი

მარილი და პილპილი

2   ს/კ კარაქი

1   ს/კ დაჭრილი ოხრახუში

მომზადება

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.

ორაგულის ფილეს ორივე მხარეს ზეითუნის ზეთი მოასხურეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და ოთახის ტემპერატურაზე 20 წუთით გააჩერეთ. საცხობ ლანგარზე დააფინეთ ალუმინის ფოლგა და ორაგული ზედ გადაიტანეთ.

ორაგული ღუმელში შედგით და დაახლოებით 10 წუთით აცხვეთ. გამოიღეთ ღუმელიდან და წაუსვით 2 ს/კ კარაქი. თევზისათვის დამდნარი კარაქი ერთგვარი სოუსია. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით.