„ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ვერ ხედავენ მთავარს, „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ ნებას, რომ მას რეალურად უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და ამისთვის მზად არის, 12 პუნქტი შეასრულოს. – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებელს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა და განმარტა, რომ დასავლეთში ვერ ხედავენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ნებას, რომ მათ რეალურად სურთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება და მზად არიან რეკომენდაციების შესასრულებლად.
გიორგი ვაშაძის თქმით, სწორედ ამიტომ საქართველოში დეკემბერში აღარ ჩამოდის შეფასების მისია.
„ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ვერ ხედავენ მთავარს, „ქართულ ოცნებაში“ პოლიტიკურ ნებას, რომ მას რეალურად უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება და ამისთვის მზად არის, 12 პუნქტი შეასრულოს. პირიქით, გაცილებით მძიმეა ვითარება. დასავლეთზე თავდასხმები, ომში დადანაშაულება, სიცრუის დიდი მანქანა რაც არის, გინდათ მოსმენების კანონი, ვეტოს გადალახვა, ინიციატივები, რომლებიც წარდგენილია პარლამენტში, ყველაფერი არის უბრალოდ ფარსისთვის გაკეთებული, ამას კარგად ხედავენ და სამწუხაროდ, იმიტომ ხდება, რომ დეკემბერში აღარ ჩამოდის შეფასების მისია.
„ქართულ ოცნებას“ დაუსვით კითხვა, რატომ არ ჩამოდის შეფასების კომისია, იმიტომ, რომ არ არის არანაირი პროგრესი. თებერვალ-მარტში აპირებენ ჩამოსვლას, ოღონდ დამატებითი საკთხებია წამოსული. უბრალოდ კანონის მიღება კი არა, არამედ პროცესს უნდა დააკვირდნენ. „ქართულ ოცნებასთან“ უნდობლობა იმხელა არის, რომ აქამდე მიიყვანეს. დღეს რომ კანდიდატის სტატუსი არ გვაქვს, ესეც „ქართული ოცნების“ ბრალია. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სხვა პარტნიორ პარტიებთან ერთად, ALDE-ს მხარდამჭერი რეზოლუცია მივაღებინეთ. რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“? გადადგა ნაბიჯები, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი. ეს არის სამწუხარო რეალობა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ვიდრე ამას არ გავიაზრებთ, წინ ვერ წავალთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბრიუსელში 19-21 ოქტომბერს იმყოფებოდნენ. ვიზიტთან დაკავშირებით მათ გუშინ ერთობლივი განცხადებაც გააკეთეს. როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად შანსი არსებობს, თუმცა დეკემბერში არანაირი შეფასების მისია საქართველოში არ იქნება.
პასუხი: ალბათ იმდენი "ესაუბრეთ", რომ შენმა კუებ-ცუებამ მაგრად დააბოლა!