ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაზე: ცდილობენ რამენაირად თავიანთი მავნებლურ ფუნქცია უფრო გაზარდონ

ირაკლი ზარქუა რადიკალურ ოპოზიციაზე: ცდილობენ რამენაირად თავიანთი მავნებლურ ფუნქცია უფრო გაზარდონ

ხელმოცარულები. ცდილობენ რამენაირად თავიანთი მავნებლურ ფუნქცია უფრო გაზარდონ, - ასე შეაფასა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის კრიტიკა იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების არჩევასთან დაკავშირებით. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ქართული სასამართლო იდეალური არ არის, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან შედარებით რადიკალურად შეცვლილია.

„რა თქმა უნდა, ჩვენი სასამართლო ხელისუფლება იდეალური არ არის, იმიტომ რომ მემკვიდრეა იმ ტირანიისა, რაც არსებობდა. მაგრამ რადიკალურად ხომ გამოსწორებულია? პროკურატურის მოთხოვნების 100%-ს რომ ეთანხმებოდა წინა რეჟიმის დროს მოსამართლე, ეს ხომ გაქრა?“, - განაცხადა ზარქუამ.