ინგრედიენტები
7 გრამი მშრალი აქტიური საფუარი
2 1/4 ჭიქა თბილი წყალი (45 C)
3 ს/კ შაქარი
1 ს/კ მარილი
2 ს/კ კანოლას ზეთი
6 1/2 ჭიქა ფქვილი
მომზადება
საფუარი დიდ თასში თბილ წყალში გახსენით. დაუმატეთ შაქარი, მარილი, ზეთი და 3 ჭიქა ფქვილი. ზილეთ გლუვი მასის მიღებამდე. დარჩენილი ფქვილი ნახევარ–ნახევარი ჭიქით თანდათანობით შეაზილეთ ისე, რომ რბილი ცომი მიიღოთ.
გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და ზილეთ 8–10 წუთით, სანამ ცომი გლუვი და ელასტიკური არ გახდება. შემდეგ გადაიტანეთ ცხიმმოსმულ თასში და ცომი გადააბრუნეთ ისე, რომ ცხიმი ზედაპირეზეც გადავიდეს. დააფარეთ და ასაფუებლად თბილ ადგილას დადგით. დააცადეთ, ზომაში გაორმაგდეს, დაახლოებით 1–1.5 საათით.
შემდეგ ჩაზილეთ ცომი. გადმოიტანეთ მსუბუქად ფქვილმოყრილ ზედაპირზე და ორად გაყავით. მიეცით მრგვალი ფორმა და ორ ცხიმმოსმულ 22X12 სმ ზომის პურის საცხობ ფორმაში მოათავსეთ. დააფარეთ და დაელოდეთ, რომ ზომაში გაორმაგდეს, დაახლოებით 30–45 წუთით.
აცხვეთ 190 C-ზე 30–35 წუთით, სანამ თავზე გადაიბრაწება. ფორმიდან რკინის ცხაურზე გადმოიტანეთ და გააცივეთ. თითოეული პური შეგიძლიათ დაჭრად 16 ნაჭრად.