ინგრედიენტები
2 ცალი ქათამი
1 ცალი ლიმონის წვენი
100 გრამი ზეითუნის ზეთი
4 კბილი დანაყილი ნიორი
1 1/2 ჩ/კ გამხმარი ქონდარი
3 ჩ/კ გამხმარი როზმარინი
2 ცალი დაფნის ფოთოლი
1 1/2 ჩ/კ წითელი წიწაკის ფანტელები
მარილი
პილპილი გემოვნებით
გამდნარი უმარილო კარაქი
მომზადება
გაჭერით ქათამი შუაზე და ამოიღეთ ნეკნები და ხერხემალი.
აურიეთ კარაქის გარდა ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და გააჩერეთ ქათამი მიღებულ მარინადში 2–დან 6 საათამდე. შეწვამდე კი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.
წინასწარ გაახურეთ ღუმელი 260°C-ზე.
ამოიღეთ ქათამი მარინადიდან და მეტ–ნაკლებად შეამშრალეთ.
დააწყვეთ ლანგარზე, წაუსვით კარაქი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და აცხვეთ 20–25 წუთით, ცხობისას ერთი–ორჯერ წაუსვით კარაქი.