პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს უსამძიმრებს.
„ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა თბილისში. სიტყვებით ძნელია გამოხატო უმძიმესი ემოციები. ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვის მშობლებს, ოჯახს და ახლობლებს.
ვიცი, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და იმედია, გამოვლინდება ტრაგედიის მიზეზები და დამნაშავე პირები“, - წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.